საერთაშორისო მობილობის ახალი შესაძლებლობა იტალიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლუისის გვიდო კარლის უნივერსიტეტს (Luiss Guido Carli University) შორის ხელი მოეწერა ორმხრივ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
აღნიშნული თანამშრომლობით საფუძველი ეყრება სტუდენტთა მობილობის (Twinning Program) პროგრამის ამოქმედებას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შეუძლიათ მობილობის საფუძველზე ბაკალავრის ხარისხის მოპოვება ეკონომიკის მიმართულებით. საბაკალავრო პროგრამა მოიცავს ოთხ სასწავლო წელს: პირველ სასწავლო წელს სტუდენტი დაფარავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მომდევნო ორი წლის განავლობაში ისწავლის ლუისის უნივერსიტეტში, სწავლების მეოთხე წელს კი სწავლას დაასრულებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მობილობის პირობების, რეგულაციებისა და სწავლის საფასურის შესახებ დეტალური ინფორმაციის საფუძველზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლუისის უნივერსიტეტს შორის შემუშავდა თანამშრომლობის მემორანდუმი.